Tuesday, December 9, 2014

ჩატარებული ღონისძიებები



განხორციელდა მოკლევადიანი პროექტი „ოქროსფერი შემოდგომა“, კლასში მოვაწყვეთ შემოდგომის თემატიკასთან და კავშირებული გამოფენა.
 ჩავატარეთ ღია გაკვეთილი. ვისაუბრეთ შემოდგომაზე და წავიკითხეთ ლექსები.










































ვიმყოფებოდით ეთნოგრაფიულ მუზეუმში.



ჩავატარე ღია გაკვეთილი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშორებით. მოსწავლეებმა ნახეს მულტფილმები,, წმინდა გიორგი“ და ,, წმინდა გიორგის სასწაულები“. გაკვეთილის მსვლელობისას გამოვიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები. ეკრანის გადაცემის მეთოდით გავაზიარეთ ფილმები. 

Tuesday, June 24, 2014

დავით ახალაიას პრეზენტაცია - "ეს საინტერესოა„

დავით ახალაიას პრეზენტაცია -,,ეს საინტერესოა „ მიეძღვნა წიგნიერების
პოპულარიზაციას.იგი ძირითადად ვეფხისტყაოსანსა და მის აფორიზმების
გაცნობიერებასა , შ.რუსთაველის შესახებ არსებული ბიოგრაფიული მონაცემებსა
და ზოგადად ამ უდიდესი განძის დანიშნულებას წარუდგენდა დამსწრე
საზოგადოებას. პრეზენტაციაზე მოწვეული გვყავდა ცნობილი კოლექციონერები:
გურამ ახალაია და ვახტანგ თავართქილაძე. მათ მეტად საინტერესოდ უპასუხეს
ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს. მოსწავლეებმა კარგად დაინახეს საპატიო
სტუმრების დამოკიდებულება წიგნისა და წიგნიერებისადმი, რასაც უდიდესი
მნიშვნელო ბაჰქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ბავშვებთან წიგნების
უნიკალური ნიმუშებით მოვიდნენ, რამაც კიდე უფრო გაამძაფრა მოსწავლეთა
დაინტერესემა .ბავშვებმა იხილეს მინიატურული წიგნები, ვახტანგისეული
სტამბის პირველი გამოცემა და ბევრი საინტერესო ნიმუში პირადი კოლექციიდან.

   

Wednesday, April 30, 2014

ინტეგრირებული გაკვეთილი კუს ტბაზე

ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი კუს ტბაზე. ეს იყო გასვლითი გაკვეთილი ინტეგრირებული საგნებით:მათემატიკა, ქართული, ბუნება, სპორტი. აქტივობები იმგვარაგ იყო შერჩეული, რომ ბავშვებს ერთდროულად უხდებოდათ ყველა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის  ერთდროულად გამოყენება. მოსწავლეებმა კარგად დაინახეს თორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საჭიროება და გააცნობიერეს ის უნარ- ჩვევები, რომელიც ამისთვისაა საჭირო.