პროექტების გეგმა
მე, როგორც პედაგოგმა, მონაწილეობა მივიღე ,,ჯიპრაიდის“ ახალ აქტივობაში
- ჯიპრაიდი - "წიგნის კლუბი"
- პროექტი "სახალისოდან შემეცნებამდე" - ისტ-ის გამოყენებით
- პროექტი "ჩემი პირველი პრეზენტაცია" - ანა ბუჯიაშვილი, ალი მუსაევი, ნუცა ჯანუაშვილი, დათა ახალაია, ლევან მოსიაშვილი.
მე, როგორც პედაგოგმა, მონაწილეობა მივიღე ,,ჯიპრაიდის“ ახალ აქტივობაში
,,წიგნის კლუბი“ ჩავწერეთ
3 ვიდეოგაკვეთილი. კლასში ახლად შემუშავებული ინსტრუქციის მიხედვით განვახორციელეთ
ეს აქტივობა და დღესაც აქტიურად განვაგრძობთ. ვიდეოგაკვეთილი გადაიღეს ჩემი მოსწავლეების
მონაწილეობით და ამ მასალის საფუძველზე დაამზადეს მასალა ტრენინგისათვის. აქტივობამ
,,წიგნის კლუბი“ საოცრად გაზარდა მოსწავლეთა პოზიტიური დამოკიდებულება წიგნიერებისადმი.
USAID
და ჩემი მოსწავლეები ერთად მოგვიწოდებენ ხარისხიანი განათლებისაკენ
და გვილოცავენ ახალ წელს.
გაკვეთილი ი.ს.ტ-ის გამოყენებით
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, მე-4 კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი
ქ. გუბელაძე) მონაწილეობდნენ ,,დიდაქტიკის“ მიერ ჩატარებულ გუნდურ ოლიმპიადაში -,,სახალისოდან შემეცნებისაკენ“. სასიხარულოა, რომ მათ მოიპოვეს გამარჯვება. დაჯილდოვდნენ I ხარისხის დიპლომებითა და გადაეცათ თასი.
ასევე I ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა გუნდის ხელმძღვანელი, ქეთვან გუბელაძე და სიგელი გადაეცა სკოლას. დიპლომით დამაჯილდოვეს ოლიმპიადა ,,სხივის“ ორგანიზატორებმა, ჩემი მოსწავლეების მიერ მიღწეული საუკეთსო შედეგებისათვის. სიგელი გადაეცა სკოლასაც.
მოსწავლეებმა: ანუკი ბუჯიაშვილმა, ნუცა ჯანუაშვილმა და ალი მუსაევნმა კლასისა და სხავა დამსწრე სტუმრების წინაშე წარადგინეს საკუთარი პრეზენტაციები.
ანუკი ბუჯიაშვილმა მეგობრებს მოუთხრო მის საყვარელ საქმიანობაზე, მხატვრობაზე. ესაუბრა მამის,ლებან ბუჯიაშვილის არქიტექტურილ ნამუშევრებზე და განაცხადა, რომ მასაც სურს ცნობილი მხატვარი გახდეს.
ნუცა ჯანუაშვილმა კი პრეზენტაცია ბალეტის თემაზე მოამზადა. იგი თავად სწავლონს ვ. ჭაბუკანის საბალეტო სტუდიაში და უზომოდ არი გატაცებული ხელოვნებია ამ ნატიფი დარგით. ნუცამ მეგობრებს მოუთხრო ვახტანგ ჭაბუკიანზე და წარადგინა ნაწყვეტები ცნობილი სპექტაკლების სცენებიდან. ბოლოს კი ვიხილეთ ნაწყვეტი სპექტაკლიდან,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, სადაც ნუცა თავად ცეკვავს დიდ სცნაზე.
ალი მუსაევის პრეზენტაცია აზერბაიჟანს ეძრვნებოდა. ალიმ მეგობრაბსა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავიცი ქვეყავა და ძალიან საინტერესოდ მოგვითხრო იმ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე, რომელიც ჩვენი მოძმე ერისათვის არის დამახასიათებელი. ალი პრეზენტაციის შემდეგ მეგონრებს გაუმასპინძლდა ტრადიციული სადღესასწაულო ტკბილეულით.
პრეზენტაციას ესწრებოდა დირექტორის მოადგილე, მერი ალბორიშვილი , რომელმაც
მოსწავლეებსა და მშობლებს დიდი მადლობა გადაუხადა საინტერესო
პრეზენტაციებისთვის.
გრძელვადიანი პროექტი ,,ჩემი პირველი პრეზენტაცია“. ამ პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ შემდეგი აქტივობები:
ლ. მოსიაშვილი - პრეზენტაცია ,,ჭიანჭველების ცხოვრების ნირი“. ლევანმა უამრავი ინფორმაცია წარადგინა კლასის წინაშე, რითაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.დაუსვეს კითხვები და დაინტერესდნენ , თუ სად შეიძლებოდა მოეძიებინათ ინფორმაციის ეს წყარო.პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა, ასევე მოსწავლეებისთვის საინტერესოდ ჩაიარა ნ. ჯოგიაშვილის პრეზენტაციამ თემაზე -,,მსოფლიოს საოცრებანი“
ინტეგრირებული გაკვეთილი-ქართული,ხელოვნება, მუსიკა. შევისწავლეთ
ზღაპარი,,სალამურას თავგადასავალი“. მოსწავლეებმა ნახეს იგი ,როგორც
მილტფილმიც.ვისაუბრეთ მათ მსგავსებასა და განსხვავებაზე. ფილმის სცემარზე,
რეჟისურაზე, მხატვრობასა და მუსიკაზე.
მცხეთის სამთავროს არქეოლოგიურ ექსპედიციაში გამგზავრების წინ
კი კლასში მოვაწყვეთ თ. ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმების ჩვენება
არქეოლოგიაზე. მოწვეული გვყავდა ჩვენი მშობელი, თ გოცირიძე, რომელმაც
მოსწავლეებისთვის ბევრ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი. მეორე დღეს კი
გავემგზავრეთ მცხეთაში. მოსწავლეებს გადაეცათ ნორჩი აექეოლოგების
სერთიფიკატები.ექსპედიციაბ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
მომდევნო პრეზენთაცია მთლიანა მიეძღვნა გ.ტაბიძის დაბადების დღს. ამ დღისთვის მზადება წინასწარ დავიწყეთ.მოვინახულეთ გ. ტაბიძის სახლ- მუზეუმი, სადაც მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები პოეტის ცხოვრებისეული ეპიზოდებიდან. დ. ახალაიამ წარადგინა პრეზენტაცია , რომელიც ეძღვნებოდა პოეტის ცხოვრემასა და შემოქმედებას. პრეზენტაციამ დირექციის , მასწავლებლების და მშობლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ამავე დღეს კლასმა წარადგინა ,,დიდი წიგნი“ -გ. ტაბიძის პოეზია და მოაწყო ამ წიგდით კითხვა, რომელშიც მთელი კლასი იყო ჩართლი. წიგნი საჩუქრად გადავეცით სკოლის ბიბლიოთეკას. ამ დღეს განხორციელებული აქტივობების გამო განსაკუთრებული შექება დაიმსახურა დ. ახალაიამ, ხოლო კლასი სკოლის დირექტორმა , მ.თურქაძემ,დააჯილდვა ექსკურსიით.
No comments:
Post a Comment